Mizano არის ბადმინტონის კლუბი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც
ერთჯერად საათობრივ კორტების დაჯავშნის სერვისს, ასევე ერთ თვიან
აბონიმენტებს, სადაც თავად ირჩევთ ვიზიტების ინტენსივობას და ეწერებით ან
ჯგუფურ ვარჯიშებზე, ან იყვანთ პროფესიონალ მწვრთნელს, რომელიც იზრუნებს
თქვენს ფიზიკურ აქტივობასა და სწორ ვარჯიშზე.
ჩვენი კლუბი გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით: უსაფრთხო იატაკის
საფარი, დახურული სივრცე, ვოლანების ავტომატური სასროლი სოლო
მოთამაშეებისთვის, ბადმინტონის ჩოგნის საქსოვი, პრემიუმ ხარისხის ინვენტარი –
ეს ის ყველაფერია, რაზეც ვზრუნავთ, რათა მეტი კომფორტი შევუქმნათ
ვიზიტორებს. გარდა ამისა, შესაძლებელია ვიზიტების პირდაპირ ვებ-გვერდიდან
დაჯავშნაც.
მოხარულები ვართ, რადგან ვზრდით ახალგაზრდა თაობასაც და ბადმინტონით არა
მარტო მხოლოდ გართობის მოყვარულები ინტერესდებიან, არამედ ისინიც, ვინც ამ
სპორტს რეალურად აფასებს, როგორც ოლიმპიურ სპორტს, რომელიც ტემპით
ყველა სხვა სპორტს უსწრებს – აქ საათში იწვება 480 კალორია. “მიზანო”-ში 6-16
წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გვაქვს კვირაში სამჯერადი გაკვეთილები 1,5 საათის
ხანგძლივობით. მუდამ ვზრუნავთ მათ როგორცა დგილობრივ, ასევე
საერთაშორისო ტურნირებში გაყვანასა და წინსვლაზე. განსაკუთრებული პირობები
გვაქვს დედამიშვილებისთვის
დიახ, ბადმინტონი არის ოლიმპიური სპორტი, რომელსაც აქვს თავისი წესები და
საკმაოდ პრესტიჟულ სპორტად ითვლება არაერთ ქვეყანაში. “მიზანო”-ს მიზანია ამ
სპორტის პოპუალარიზაცია. ღრმად გვწამს, რომ ფიზიკური და მენტალური
ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ვარჯიშს ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს,
რადგან აქ კონცენტრირებული ხარ თამაშზე, ერთობით და თან მოძრაობთ
სწრაფად. ამ გზით კი ფიტნეს აქტივობა არა დამღლელი, არამედ სასიამოვნოა.
გააუმჯობესე შენი თამაში
კერძო და ჯგუფური ტრენინგები, პროფესიონალი მასწავლებლები და სასიამოვნო გარემო .
ტელ: 511 254 477
მისამართი: ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას 70
ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საუკეთესოა ეს სპორტი, უკეთესად ვგრძნობ თავს.
შოთა ლეჟავა
სისუფთავე, კონფორტი და სასიამოვნო გარემო. ტრენერებიც და მოთამაშეებიც ძალიან მეგობრულები არიან.
ანა მეგრელიშვილი
შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი, ტრენერებიც ძალიან ყურადღებიანები არიან და ბანდმინთონიც უფრო შემიყვარდა.