გადახდა და უსაფრთხოება
პროექტი იურისტის შესამოწმებლად. რედაქცია: 29.10.2026 · ძალაში შედის: УТОЧНИТЬ: дата.
წინასწარი ვერსია
ყვითლად მონიშნული ადგილები ჯერ კიდევ ზუსტდება (5). გამოქვეყნებულ რედაქციაში ისინი აღარ იქნება.
სარჩევი7 ნაწილი
როგორ ხდება გადახდა
- საიტზე ან აპლიკაციაში ხედავთ საბოლოო თანხას ლარში (₾): კორტი, ჩოგნები, ყველაფერი ერთად.
- აჭერთ ღილაკს „გადახდა“ და გადადიხართ საქართველოს ბანკის დაცულ გადახდის გვერდზე (ქართულად ან ინგლისურად).
- შეიყვანთ ბარათის მონაცემებს. თქვენმა ბანკმა შეიძლება გთხოვოთ გადახდის დადასტურება — SMS-კოდით ან ბანკის აპლიკაციაში (3-D Secure).
- ბანკი ადასტურებს გადახდას — ჯავშანი დადასტურებულია. ბრუნდებით საიტზე ან აპლიკაციაში, ელფოსტაზე კი წერილს მიიღებთ.
გამყიდველი: NUSHIKO + LLC, საქართველო (კლუბი Mizano, თბილისი).
რით შეგიძლიათ გადახდა
- ნებისმიერი ბანკის Visa და Mastercard ბარათებით. УТОЧНИТЬ: какие ещё карты и способы включены в договоре с BOG, например American Express
- Apple Pay და Google Pay — მალე.
- ადმინისტრატორის მეშვეობით გაკეთებული ჯავშნის გადახდა შეგიძლიათ კლუბში. УТОЧНИТЬ: наличные и терминал — какие карты принимает терминал
ვალუტა და თანხა
- ყველა ფასი და გადახდა — ქართულ ლარში (GEL, ₾).
- ჩამოიჭრება ზუსტად ის თანხა, რომელიც გადახდამდე იხილეთ. კლუბი ბარათით გადახდაზე საკომისიოს არ იღებს.
- თუ ბარათი სხვა ვალუტაშია, კურსსა და კონვერტაციის საკომისიოს ადგენს ბარათის გამცემი ბანკი.
- თანხა გადახდისთანავე ჩამოიჭრება.
- სანამ იხდით, დრო თქვენთვის დაკავებულია: საიტზე — 10 წუთით, აპლიკაციაში — 15 წუთით. თუ ვერ მოასწარით, დრო თავისუფლდება და თანხა არ ჩამოიჭრება.
უსაფრთხოება
- ბარათის მონაცემებს შეიყვანთ მხოლოდ საქართველოს ბანკის გვერდზე. ბარათის ნომერს, მოქმედების ვადასა და CVV-ს ჩვენ ვერ ვხედავთ და არ ვინახავთ. აპლიკაციაში გადახდების ისტორიისთვის ვინახავთ მხოლოდ ბარათის ტიპს და ბოლო 4 ციფრს.
- საიტი და აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ დაცული HTTPS კავშირით.
- კლუბის თანამშრომლები არასოდეს გკითხავენ ბარათის მონაცემებს და SMS-კოდებს — არც ტელეფონით, არც მესენჯერებში.
- УТОЧНИТЬ у BOG: можно ли ссылаться на сертификацию PCI DSS банка и использовать логотипы Visa Secure / Mastercard Identity Check
გადახდის დადასტურება
- გადახდის შემდეგ ელფოსტაზე მიიღებთ წერილს ჯავშნის კოდით, კორტით, დროითა და თანხით.
- აპლიკაციაში, გადახდების განყოფილებაში — დანომრილი ქვითარი. ეს გადახდის დადასტურებაა და არა ფისკალური ჩეკი.
- УТОЧНИТЬ: как получить фискальный чек или счёт для компании
თუ რამე არასწორად მოხდა
- გადახდა ვერ შესრულდა — ჯავშანი არ შექმნილა, თანხა არ ჩამოჭრილა. სცადეთ ხელახლა ან სხვა ბარათით.
- თანხა ჩამოიჭრა, ჯავშანი კი არ არის — მოგვწერეთ გადახდის თარიღითა და თანხით: დაგიბრუნებთ თანხას ან გავაფორმებთ ჯავშანს. აპლიკაციაში ასეთი გადახდები ავტომატურად ბრუნდება.
- ორჯერ ჩამოიჭრა — ზედმეტს დაგიბრუნებთ; აპლიკაციაში ეს ავტომატურად ხდება.
თანხის დაბრუნება ხდება „გაუქმება და თანხის დაბრუნების“ წესებით: თანხა ბრუნდება იმ ბარათზე, რომლითაც გადაიხადეთ.
გაქვთ უფლება, გადახდა გაასაჩივროთ ბარათის გამცემ ბანკში. მაგრამ ჯერ ჩვენ მოგვწერეთ — ჩვეულებრივ, ასე უფრო სწრაფია.
კონტაქტი
+995 511 254 477 (ტელეფონი და WhatsApp) · [email protected]